წყალტუბოს ტერიტორიაზე ისტორიულ ნაგებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება
წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ შენობა-ნაგებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტომ წყალტუბოში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრული ინვენტარიზაცია ცოტა ხნის წინ დაასრულა.
სააგენტომ მე-20 საუკუნის „სტალინური“ ეპოქის მხატვრული ესთეტიკის მქონე მონუმენტური არქიტექტურული სტილის ყველა ის შემორჩენილი ნაგებობა აღწერა, რომელიც თავის დროზე უნიკალურ, ერთიან კომპლექსს ქმნიდა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელება სამომავლოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი გახდება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში, რომელსაც წყალტუბოს თვითმმართველობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს.
ინვენტარიზაციის პროექტის პირველი ეტაპზე გამოვლენილია 14 მონუმენტური ნაგებობა და მომზადებულია სააღრიცხვო ბარათები სათანადო ინფორმაციითა და ფოტო-ვიზუალური მასალით, რაც შემდგომში შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესის ბაზისი გახდება.
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პროცედურების გავლას სააგენტო უახლოესი ორი თვის განმავლობაში გეგმავს.