წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ არსებული საკარანტინო სივრცე დღეს 51-მა პირმა დატოვა
წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ არსებული საკარანტინო სივრცე დღეს 51-მა მოქალაქემ დატოვა.
სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.
მოქალაქეების საკუთარ სახლებში ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
საკარანტინო ზონიდან საქართველოს მოქალაქეები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პირადად გააცილა.
საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.
ამჟამად აღნიშნულ სივრცეებში 4958 მოქალაქე არის მოთავსებული.