წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავასა და ერისთავის N2 და N16 საცხოვრებელ კორპუსებთან, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზების რეაბილიტაციას, ჭავჭავაძისა და სოლომონ პირველის ქუჩებზეც, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 151 000 ლარი;
მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება კეცხოველის ქუჩაზე. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
„ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო განხორციელდება. უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე სკოლების მშენებლობისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლებშიც. ყველგან დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები და უსაფრთხოების ნორმები“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.