წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი მოქალაქე დაკბინა
მგელმა სამი მოქალაქე დაკბინა. შემთხვევა გუშინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოხდა.
პაციენტები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.