წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში ორსართულიანი სახლი დაიწვა.
ცეცხლის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.