წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ ექვსი ბავშვი გადაიყვანეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან ქუთაისის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ ექვსი აღსაზრდელი გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 ბავშვი მკურნალობს.
როგორც ექიმები აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მათგანს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდა.
ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.
მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. საბოლოო დასკვნის მიღებამდე კი, ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ 26 ბავშვი მკურნალობს. საერთო ჯამში, ბოლო ერთი კვირის მანძილზე წყალტუბოს ბაღებიდან სამედიცინო დაწესებულებებში 32 აღსაზრდელი გადაიყვანეს.