წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  აღავლენს. წირვა 10 საათზე დაიწყება.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.