ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით
ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით

წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებითაც მიმართა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენითა და სიყვარულით მიმართავს მას დახმარებისათვის.

არ შეიძლება, რომ არ დაეხმაროს წმინდა ნიკოლოზი. არაქრისტიანებსაც ეხმარება. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება, რომელიც არის რომელიმე ოჯახში, მწუხარება სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.