ნიკოლოზობის დღესასწაულზე პატრიარქი საზეიმო წირვას სამების ტაძარში ჩაატარებს
ნიკოლოზობის დღესასწაულზე პატრიარქი საზეიმო წირვას სამების ტაძარში ჩაატარებს

19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ამის შესახებ ილია მეორემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლი დალოცა.

„შეგახსენებთ, რომ სამშაბათს არის დღესასწაული წმინდა ბარაბარესი, ბარბარობა. ხუთშაბათს არის ნიკოლოზობა. ნიკოლოზობას ჩვენ შევასრულებთ აქ წირვას. მრავალს დაესწარით, გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ სიხარული თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა ილია მეორემ.