წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტი შეადგინა
წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.9 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 745.2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 2.4 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განათლება  – 15.7 პროცენტი, სასტუმროები და რესტორნები  – 13.1 პროცენტი, ტრანსპორტი – 12.8 პროცენტი, კავშირგაბმულობა – 12.3 პროცენტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 11.4 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 11.1 პროცენტი, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი  – 6.7 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა – 6.2 პროცენტი, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 4.8 პროცენტი, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 4.3 პროცენტი, საფინანსო საქმიანობა – 3.7 პროცენტი.

ასევე, კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-9.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-3.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და სატყეო მეურნეობაში, თევზჭერა-მეთევზეობაში (-0.3 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა – 16.8 პროცენტი და მრეწველობა – 16.6 პროცენტი. შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა  – 10.9 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა – 8.1 პროცენტი, მშენებლობა – 8.0 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 7.1 პროცენტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 7.1 პროცენტი, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა – 6.4 პროცენტი.