წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანი იმარჯვებს
წინასწარი მონაცემებით, ხმათა დიდი უმრავლესობით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატი დავით ასათიანი იმარჯვებს. საარჩევნო კომისია ხმებს ამ წუთებში ითვლის,
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ლევან ჯანაშიამ, რომელმაც არჩევნების მეორე ტურს პროტესტი გამოუცხადა, 23 ხმა მიიღო, ხოლო დავით ასათიანმა – რამდენიმე ასეული.
არჩევნების მეორე ტურში 1022 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, ბათილად სცნეს რვა ბიულეტენი.საბოლოო შედეგი დაახლოებით 21:00 საათზე გახდება ცნობილი.
როგორც ხმის მიცემის პროცესში გაირკვა, ხმა ჯამში მისცა 1022 რეგისტრირებულიდან 958-მა ამიმრჩეველმა. ბათილად იქნა ცნობილი 8 ბიულეტინი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. მეორე ტურის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი კანდიდატის დავით ასათიანის მხარდამჭერებმა კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, დავით ასათიანმა 1 129 ხმა მიიღო, ლევან ჯანაშიამ – 635.