ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

19:06, 23.12.2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.

საარჩევნო კომისიის 15 წევრი ხმის დათვლას იწყებს. როგორც ცნობილია, არჩევნების შედეგები 21:00 საათზე გახდება ცნობილი.

მეორე ტურში, სადაც ორი კანდიდატი, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია დარეგისტრირდნენ, რეგისტრაცია გაიარა 1022-მა ამომრჩეველმა.

ჯანაშიამ არჩევნებს პროტესტი გამოუცხადა და სპორტის სასახლეში არ მისულა. ის 9 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურს უნდობლობას უცხადებს და შედეგების ბათილად ცნობას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ითხოვს, რომლის განხილვა 2018 წლის მარტშია ჩანიშნული.

მსგავსი