წინასაახალწლოდ თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება
მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.
მატარებლები სამ წუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდაამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.