თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო, მოძრაობა ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო, მოძრაობა ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე შეფერხება იყო. საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.