თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

მეტროს პირველი ხაზი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სრულად იყო გაჩერებული და მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტეს, აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება იყო. ადგილზე მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი.