„წიგნების თარო“ მეხუთე სეზონისთვის რეგისტრაციას იწყებს
19:02, 19.04.2018
პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ მე-5 სეზონისთვის რეგისტრაციას 20 აპრილიდან იწყებს. მონაწილეობის მსურველი სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მასწავლებელმა ან დირექტორმა) სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდის რეგისტრაციისთვის, პირველი არხის ვებგვერდზე ან გადაცემის „წიგნების თარო“ ფეისბუქ გვერდზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსოს. რეგისტრაცია გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტებთან ჩატარდება ონლაინ-გასაუბრება, რის შედეგადაც გამოვლინდება მეორე ტურში გადასული სკოლები. მეორე ეტაპზე გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირადად შეხვდება მონაწილეებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საბოლოოდ გამოვლინდება 32 გუნდი, რომელიც გადაცემის მე-5 სეზონში მიიღებს მონაწილეობას.
ერთ სკოლას მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება აქვს, გუნდის წევრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე.
“წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. სატელევიზიო შოუს მიღმა კვლავ განსაკუთრებულად აქტიური იქნება ვებ-პლატფორმა, “წიგნების თარო” ყოველდღიურად არაერთ აქტივობას გეგმავს, ვიქტორინებს, კონკურსებს, ლიტერატურულ სიახლეების, დამოუკიდებელ პროექტებსა და სხვადასხვა საინტერესო წამოწყებას.
პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზით დასაჩუქრდებიან, პროექტისგამარჯვებულიგუნდიკიტრადიციულად დიდბრიტანეთში, კემბრიჯისსაზაფხულოსკოლაშიგაემგზავრება.