Washington Post - თეთრი სახლი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პრივატიზებას გეგმავს
Washington Post - თეთრი სახლი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პრივატიზებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პრივატიზებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, წყაროზე დაყრდნობით, The Washington Post-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის 2025 წლის შემდეგ დაფინანსების შეწყვეტას აპირებს, თუმცა ადმინისტრაციას მასზე უარის თქმა არ სურს, ამიტომ აპირებს, რომ ის კერძო სექტორს გადასცეს.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თეთრ სახლში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.