წალკის რაიონის დაბა ხრამჰესში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა
წალკის რაიონის დაბა ხრამჰესში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რაიონში არ თოვს, თუმცა ძლიერი ქარია, რომელსაც ნამქერი მოაქვს.
უამინდობის გამო, ჩაკეტილია ტიკმატაჟის უღელტეხილი.