პოლონეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

20:12, 01.04.2024

პოლონეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ქარის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან მცირეწლოვნები. ქარმა გაანადგურა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. დაზიანდა ხეები, მანქანები, სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები.

უამინდობის გამო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები აუცილებელი საჭიროების გარდა.

ტატრის მთებში საფეხმავლო ბილიკები, ასევე საბაგიროები დაკეტილია.

მსგავსი