გუშინ, გვიან ღამით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ცანავების საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.
ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. მეხის ჩამოვარდნის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
კომისია უკვე სწავლობს ცანავების სახლში არსებულ მდგომარეობას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.