წალენჯიხის სოფელ ლიაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

11:13, 19.06.2019

გუშინ, გვიან ღამით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ცანავების საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა.

ჭექა-ქუხილის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. მეხის ჩამოვარდნის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

კომისია უკვე სწავლობს ცანავების სახლში არსებულ მდგომარეობას და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

მსგავსი