წალენჯიხის სოფელ კანთში მოსახლეობამ სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა
წალენჯიხის სოფელ კანთში მოსახლეობამ სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, უკვე შვიდი წელია, რაც სოფლის სკოლა დაიწვა და მას შემდეგ აშენებას ჰპირდებიან.

ამასთან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი, ამბულატორია და მათი თქმით, სოფელი იცლება.

აქციის მონაწილეებმა წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს შეხვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია. მან განუმარტა აქციის მონაწილეებს, რომ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და 2019 წელს სოფელს სკოლა ექნება.

ადგილობრივები აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.