წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია გაეცნო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია გაეცნო. ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალაქის შიდა ქუჩები და ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები დააზარალა. წყალმა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დატბორა.

უხვმა ნალექმა წალენჯიხის, საჩინოს, მუჟავას, ჯგალის, ნაკიფუს, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში დააზიანა ხიდ-ბოგირები, ჩარეცხა გზები.

ვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ზარალს სტიქიის შემსწავლელი კომისია ითვლის.