წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა წყლის ჭარბი რაოდენობა, რამაც გამოიწვია ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთების, ეზოების დატბორვა. რამდენიმე ოჯახში წყალმა პირველი სართული დატბორა. დატბორილია საავტომობილო გზები.

მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე, სადაც ტექნიკა უკვე მუშაობს. ადიდებულმა მდინარეებმა მოგლიჯა ხეები და პრობლემებია ხიდებზე. დატბორილია ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური ნაწილიც. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა.

„ბოლო წლების ყველაზე (ალბათ)ძლიერი სტიქია-წყალმოვარდნები, მეწყერები… ყველა ზარს ვპასუხობთ, რწმუნებულები მოქმედებენ, შტაბი სრული დატვირთვით მუშაობს…მაქსიმუმს ვასწრებთ…

სტიქიის ლიკვიდაციაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ძალიან ორგანიზებულად თქვენ გვერდით იქნება!!!“,- წერს წალენჯიხის მერი.