ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ეზოები დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ეზოები დატბორა და ინფრასტრუქტურა დააზიანა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ჭანისწყალი ადიდდა. სოფელ ჩქვალერსა და მაზანდარაში დატბორილია საკარმიდამო ეზოები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი, მათ შორის სოფელ მაზანდარაში.

სოფლებში რამდენიმე უბანი მოწყვეტილია ცენტრს. სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, გარე განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია. შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის შტაბი. წალენჯიხის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მძიმე ვითარებაა ქალაქ წალენჯიხაში, ე.წ. ბეგის ტობის უბანში. მდინარემ გაარღვია კალაპოტი, წყლით მთლიანად დაფარულია სანაპირო ზოლი. როგორც მერიაში აცხადებენ, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.