სტიქია წალენჯიხაში – ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა

21:31, 02.08.2018

წალენჯიხაში ლუღელას უბანში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. როგორც მერის მოადგილე გიორგი ლუკავა აცხადებს, ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რამაც პრობლემები შექმნა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. მოძრაობა აღდგენილია და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი