წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უხვი ნალექის დროს არხი წყალს ვერ ატარებს.
„სკოლიდან მოსული ბავშვები ეზოში ვერ შემოდიან. ყოველი წვიმის დროს ასე ხდება, არხია გასაწმენდი“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, რამდენჯერმე მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა პრობლემა ჯერ მოგვარებული არ არის.