წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღვაიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ცოტნე შონიას განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
მისივე თქმით, მდგომარეობას ართულებს ქარი, რომელიც ხანძრის ახალი კერების მიზეზი ხდება.