წალენჯიხაში მდინარე ჭანისწყალზე თევზაობის დროს 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.
დაღუპულის ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116- ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.