წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის სოფელ ნაგურუში მოზარდი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც თანასოფლელები ამბობენ, ბიჭს ჭრილობა ორლულიანი თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული.
ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს იარაღი გაუვარდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.