წალენჯიხაში მოზარდი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

22:05, 05.06.2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის სოფელ ნაგურუში მოზარდი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც თანასოფლელები ამბობენ, ბიჭს ჭრილობა ორლულიანი თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს იარაღი გაუვარდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მსგავსი