წალენჯიხაში, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება
წალენჯიხის სოფელ ფახულანის 21 მარტს, ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.
შონიების ოჯახს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ასევე, 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელ სახლს შეუძენს.
ეს დაპირება დაზარალებულ ოჯახს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, კობა ქანთარიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ შემთხვევის დღეს მისცეს.
21 მარტს ჭველეს უბანში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 85 წლის იური შონია დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.