ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში დაკავებულია ვიქტორ მედვედჩუკი.
„სპეცოპერაცია ჩატარდა. მადლობა ჩვენს სპეცსამსახურებს. დეტალები მალე გახდება ცნობილი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი დაკავებული მედვედჩუკის ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.