ვიქტორ მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მიმართავს, მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ

14:34, 18.04.2022

ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს.

აღნიშნულის შესახებ მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს.

„მე ვიქტორ ვლადიმერის ძე მედვედჩუკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მივმართავ თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით იმყოფებიან იქ და არ აქვთ უსაფრთხოდ გამოსვლის შესაძლებლობა ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით“, – განაცხადა მედვედჩუკმა ვიდეომიმართვაში.

ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის გენერალური პროკურატურა სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

მსგავსი