ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ კოსმონავტიკის დღეს დაიჭირეს ბატონი მედვედჩუკი. ის 48 დღე იმალებოდა და ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა გაქცევა ჩვენი ქვეყნიდან. ამ „ასტრონავტისთვის“ – ამ სიტყვის ცუდი გაგებით, ცნობილმა ფრაზამ „წავედით“ – არ იმუშავა. განსაკუთრებით ცინიკური მგონია მისი მხრიდან უკრაინული სამხედრო ფორმის გამოყენება. რა გაეწყობა, თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ის ომის წესებს დაექვემდებარება. ვთავაზობ რუსეთს: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგონებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა ასეთი შესაძლებლობა განიხილონ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის სპეცსამსახურებმა ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. უკრაინის პრეზიდენტმა დაკავებული მედვედჩუკის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.

დატოვე კომენტარი