ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, მსოფლიომ მოახდინოს რეაგირება ტერორის მორიგ გამოვლინებაზე, დღეს ბევრმა ლიდერმა გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინასა და უკრაინელებს, მე ყველას მადლობელი ვარ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე რეაგირება მოახდინონ.
„მნიშვნელოვანია, მსოფლიომ რეაგირება მოახდინოს ტერორის ამ მორიგ გამოვლინებაზე. დღეს ბევრმა ლიდერმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინასა და უკრაინელებს. მე ყველას მადლობელი ვარ. განსაკუთრებით მათი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვით დაეხმარა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა დღეს ბევრი რამ გააკეთეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ტერორისტები სპეციალურად ცდილობდნენ ჩვენი თავდაცვის გვერდის ავლას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ისინი განაგრძობენ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინამ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.