უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი
Rescuers work at the site where a residential building was damaged during a Russian missile and drone strike, amid Russia's attack on Ukraine, in Odesa, Ukraine December 29, 2023. REUTERS/Serhii Smolientsev
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ყველაზე მეტი გარდაცვლილი კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რვა პირი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს, მათგან 87 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო.
დღის განმავლობაში ასევე დაიბომბა ჩერკესის ოლქის დასახლება სმელიც, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა და 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.