ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი, ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი, ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს

უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში ორი დასახლებული პუნქტი, ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო დანაყოფები იზიუმის რაიონში დასახლებული პუნქტების გათავისუფლებას ცდილობენ.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ლუგანსკის ოლქიდან გარბიან. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები რუსეთის მიმართულებით იმ ქალაქებიდანაც გადიან, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო.

უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანას ომში გამარჯვება შეუძლია, თუ შეიარაღება ექნება. გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ 400-მდე რუსი სამხედრო მოკლა, ასევე ორი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი გაანადგურა.