ვოლოდიმირ ზელენსკი – მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა
მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს. კარგია, რომ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი მალე დააკავეს. ეს ჩვენი პრინციპია: კანონის უზენაესობა უმთავრესია და პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.
I am glad to hear that @realDonaldTrump is safe and unharmed. My best wishes to him and his family. It’s good that the suspect in the assassination attempt was apprehended quickly. This is our principle: the rule of law is paramount and political violence has no place anywhere in…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 16, 2024