ვოლოდიმირ ზელენსკი - მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა

მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს. კარგია, რომ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი მალე დააკავეს. ეს ჩვენი პრინციპია: კანონის უზენაესობა უმთავრესია და პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.