„უოლ სთრით ჯორნალის“ კორესპონდენტს რუსეთის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
აშშ-ის ყოველდღიური გაზეთის, „უოლ სთრით ჯორნალის“ კორესპონდენტს, ევან გერშკოვიჩს რუსეთის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობაში ედება ბრალი, თუმცა ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.
ევან გერშოკოვიჩი 2023 წლის ცხრა მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა, აშშ-ის დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.