აშშ „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტის დაკავებას გმობს და მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

23:23, 30.03.2023

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის რუსეთში დაკავების გამო, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ევან გერშკოვიჩის დაკავებას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა.

განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.

„სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი პრიორიტეტი საზღვარგარეთ აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებებს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის მოქალაქეებისთვის საფრთხის არსებობის შესახებ. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, როგორც ეს აღწერილია ჩვენს რუსეთში სამოგზაურო რჩევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი დააკავეს.

მსგავსი