ვლადიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ტვირთების გადაადგილების წესი გაამარტივა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ტვირთების გადაადგილების შესახებ წესი გაამარტივა. შესაბამისი განკარგულება ზელენსკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა „მკაცრად უნდა გაწეროს საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობასა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები. განკარგულების მიხედვით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ ცენტრალურ ორგანოს უნდა დაევალოს.
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის პენსიების გაცემას განაახლებს და შეცვლის იმ ტვირთების ჩამონათვალს, რომელთა გადატანაც მოქალაქეებს ე.წ. საკონტაქტო ხაზზე შეეძლებათ.