ვლადიმირ ზელენსკი - ადამიანის სიცოცხლეს დღეს იმ ტყვიის ფასი აქვს, რომლითაც კლავენ
ვლადიმირ ზელენსკი - ადამიანის სიცოცხლეს დღეს იმ ტყვიის ფასი აქვს, რომლითაც კლავენ

უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბელეაზე ტყვია მიიტანა.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ განმარტა, დღეს ადამიანის სიცოცხლე იმ ტყვიის ფასი ღირს, რომლითაც მას კლავენ. ზელენსკიმ მაგალითად ვასილი სლეპაკი მოიყვანა, რომელიც პარიზის ეროვნული ოპერის სოლისტი იყო და დონბასში მოკლეს.

„მე თქვენ მოგიყვებით ისტორიას ადამიანზე, რომელსაც ლამაზი ხმა ჰქონდა. მას მთელ მსოფლიოში საუკეთესო ბარიტონად თვლიდნენ. მისი ხმა ისმოდა აშშ-ში, კარნეგი ჰოლში და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც, ლონდონის ქოვენთ გარდენში და პარიზის ოპერაშიც. მაგრამ არსებობს საგანი, რომელიც არასდროს მოგცემთ საუბრის საშუალებას. ეს არის ტყვია. 12,7 მილიმეტრიანი ტყვია, რომელმაც დაასრულა მისი კარიერა და სიცოცხლე. ეს ტყვია 10 დოლარი ღირს და სამწუხაროდ, სწორედ ამდენად ფასობს ადმიანის სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. ასეთი ისტორია ათასია, ასეთი ტყვია კი მილიონი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნეში. მას შესაძლებლობების საუკუნეს ეძახიან. დიახ დღეს მოსმენის ნაცვლად მეტი შესაძლებლობაა მოგკლან“, – განაცხადა ზელენსკიმ.