ვლადიმირ ზელენსკი - ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ, ყველაფერი კეთდება, რომ გამტაცებელმა მძევლები გაათავისუფლოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვითარება სრულად კონტროლდება და მძევლების გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.
ზელენსკის თქმით, გამტაცებელთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. ვიცი ყველა დეტალი. კონტაქტზე ვარ სპეციალისტებთან, რომლებიც ლუცკში იმყოფებიან. ადგილზე პროფესიონალები მუშაობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ გამტაცებელმა მძევლები გაუშვას. იქედან გამომდინარე, რომ ახლა იმ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენი ხალხი ჰყავს გატაცებული, მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი.
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული.