უკრაინაში, ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, მამაკაცმა პოლიციაში თავად დარეკა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის ხმაც ისმოდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ, რომ მძევლები დროულად და უსაფრთხოდ გაათავისუფლონ.

გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული. ადგილზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ჩავიდა.

დატოვე კომენტარი