ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ვითარების გამწვავებას მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობას უწოდებს
ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ვითარების გამწვავებას მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობას უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ვითარების გამწვავებას მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობას უწოდებს.

შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა.

„დებალცევოს ტრაგედიის მეხუთე წლისთავზე მებრძოლებმა და ოკუპანტებმა ცინიკური პროვოკაცია მოაწყვეს. ეს უბრალოდ ცინიკური პროვოკაცია არ არის, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე დაჭერა, რომელიც არასდროს მორჩება სრულად. ეს არის დონბასში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობა, რომელმაც წინსვლა დაიწყო პატარა, თუმცა შეუქცევადი ნაბიჯებით“, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც მომდევნო ნაბიჯებზე უნდ იმსჯელონ.

„ომის დასრულებისა და საერთაშორისო შეთანხმებებისადმი ერთგულებისკენ ჩვენი კურსი უცვლელი რჩება, ისევე როგორც ჩვენი მზადყოფნა, გავცეთ პასუხი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას“, – წერს უკრაინის ლიდერი.

უკრაინული მხარის ცნობით, დღეს დილით პრორუსმა მებრძოლებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად ძალთა დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

შეტაკების შედეგად გარდაიცვალა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ოთხმა კი მსუბუქი ჭრილობები მიიღო.