რუსეთს დიდ რვიანი არ დაუტოვებია – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა.
პუტინი ასე გამოეხმაურა აშშ-ის ლიდერის, დონლად ტრამპის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც რუსეთი დიდ რვიანში უნდა დაბრუნდეს.
„რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას შვიდიანსა თუ რვიანში, ჩვენ ის არ დაგვიტოვებია. კოლეგებმა თავის დროზე უარი თქვეს რუსეთში ჩასვლაზე, ცნობილი მიზეზების გამო. დიდი სიამოვნებით, ჩვენ გაგვიხარდება მათი ჩვენთან, მოსკოვში ხილვა“, – განაცხადა პუტინმა.
დონალდ ტრამპმა 8 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის სამიტში უნდა მონაწილეობდეს.
„ რუსეთის ყველაზე ცუდი კოშმარი მე ვარ, თუმცა ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის სამიტს უნდა ესწრებოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რუსეთი „დიდი შვიდეულიდან“ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო „გარიცხეს“. ამის შემდეგ პუტინი არაფორმალური კლუბის შეხვედრებზე არ მიუპატიჟებიათ.