უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.
ვლადიმირ ზელენსკის განკარგულება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე განმარტებულია, რომ მერვე მოწვევის რადას დათხოვნა, უკრაინის კონსტიტუციის პირველი პუნქტის, მეორე ნაწილის, 90-ე მუხლის მიხედვით მოხდა. ამ მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი, თუ საკანონმდებლო ორგანოში 30 დღეზე მეტია არ არსებობს მმართველი უმრავლესობა.