რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ დატოვა - ომის დროს სუსტი ფრაქცია და პარტია არ მჭირდება
რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ დატოვა - ომის დროს სუსტი ფრაქცია და პარტია არ მჭირდება

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ომის დროს სუსტი ფრაქცია და პარტია არ მჭირდება. გავაგრძელებ პრეზიდენტის ინიციატივების მხარდაჭერას, მაგრამ არ მინდა, საერთო ვალდებულებები მქონდეს ფრაქციის წარმომადგენლებთან,   რომლებიც დანას ზურგში არჭობენ“, – წერს დეპუტატი.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ბეზუგლამ წლის განმავლობაში სამხედრო და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ რამდენიმე სკანდალური  განცხადება გააკეთა. ის ამბობდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარადგინა მომავალი წლის გეგმა, ამიტომ დეპუტატი მიიჩნევდა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.